Digest Logo

„ევროპაში ადამიანს შუქსაც კი არ უთიშავენ გადაუხდელობის გამო, რა გამოსახლება, რის გამოსახლება!“ - რას წერს ნატო დუმბაძე?

1706008624
პროდიუსერი ნატო დუმბაძე

დღეს, 23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში ხმაური და დაპირისპირებაა იყო, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში პროდიუსერი - ნატო დუმბაძე ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, მისი თქმით მევახშე რომ გამოსახლებას მოიგებს ეს კატასტროფაა.

„ჯერ ბანკი რომ კერძო იპოთეკართან ანუ მევახშესთან გადაგამისამართებს უკვე გაწირული ჰყავხარ და ვფიქრობ დანაშაულია, მერე მევახშე რომ გამოსახლებას მოიგებს ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა, მართლა როდემდე უნდა იპარპაშოს ამ მევახშეებმა!

ევროპა, ევროპაო და ევროპაში ადამიანს შუქსაც კი არ უთიშავენ გადაუხდელობის გამო, რა გამოსახლება, რის გამოსახლება!

იმის მაგივრად, რომ აიკრძალოს ქვეყანაში მევახშეობა წახალისება მიდის თუ რა ხდება?!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვუვლით ერთმანეთს და ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, კარგად და ტკბილად ვიყოთ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია

🎥 „უამრავი ბედნიერი წელი გქონდეთ“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ

⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე