Digest Logo

„ფანჯარა გამოაღო რომ ხმაური ყოფილიყო და დაიწყო გაზეთიდან კითხვა, დაამატა ახლა ვიმყოფები ზესტაფონში, სადაც მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდაო“ - რამაზ სამხარაძე ლიკლიკაძეზე

1672120362
 რამაზ სამხარაძე და ლიკლიკაძე

რადიო „თბილისის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძის შესახებ სახალისო ამბავს იხსენებს, რომელიც დაახლოებით 2009 წელს გადახდათ თავს.

„თბილისში ვართ რაღაც ტრენინგზე. მე და ლიკლიკაძე ერთ ოთახში მოვხვდით. მგონი 2009 წელია. ტელეფონი ურეკავს:

დაჭყიტა თვალები, პალიტრა მირეკავს ჩართვა უნდა... ზესტაფონში ვარო, შენ ხმა არ ამოიღო, იცოდეო! თან ბოლთას სცემს - ახლა რა დროს ეს ჩართვა იყოო... ჩართვა წყალდიდობას ეხება...

არ ვიცი საიდან მოჩიჩქნა გაზეთი, ფანჯარა გამოაღო რომ ხმაური ყოფილიყო და დაიწყო გაზეთიდან კითხვა, თან დაამატა ახლა მე ვიმყოფები ზესტაფონში, სადაც მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდაო.

კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი იმდენი ვიცინე, თვალებს მიბრიალებს გაჩუმდი ბიჭო მანიშნებს, ასე ჩაერთო რადიოს პირდაპირ ეთერში დათო თბილისიდან, სასტუმროში წამოკოტრიალებული“, - წერს  რამაზ სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოლიციელმა მეხუთე სართულზე ჩაკეტილი 8 თვის ჩვილი გადაარჩინა - ემოციური კადრები რუსთავიდან

🔵„ეს არის ბიჭი, რომელსაც მინდა, მთელი სამყარო მივცე...“ - ნეკა დოროყაშვილი

🔵რა არის საჭირო კეთილდღეობის, სიყვარულის და ბარაქის მოსაზიდად - საახალწლო რიტუალები მიხეილ ცაგარელისაგან