მსახიობი და ტელეწამყვანია ია ფარულავა მოქალაქეებს დღეს, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს და ხსნის, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ხალხმრავალ აქციას ქვეყნის მომავლისთვის. ამასთან ფარულავა აღნიშნავს, რომ აქციასთან დაკავშირებით მისი საავტორო გადაცემა ეთერში დღეს არ გავა.
„დღეს ორშაბათია, 20 ივნისი! ყველანი აქციაზე გავდივართ, ტელევიზორთან არავინ ვრჩებით, დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთობა და ძალა ვინც არ უნდა იყო ქოცი, ნაცი, გირჩი (სია გრძელია) ურწმუნო თუ მორწმუნე ხელჩაქნეული თუ იმედით სავსე, ძალა ერთობაშია !!!! ხო კონვერტი არ გავა დღეს“, - წერს ია ფარულავა.
აგრეთვე წაიკითხეთ: