Digest Logo

„FDA-მ პფაიზერის წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

1678780698
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ FDA-მ პფაიზერის მიერ წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა.

🔵 🎥 „მესამედ დავიბადე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს?

როგორც ფხაკაძე წერს, პრეპარატი აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

„ამერიკის წამლის სააგენტომ (FDA-მ) პფაიზერის მიერ წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა.

„აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ პფაიზერის (Pfizer) მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა.

ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.

პფაიზერის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

„ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, - წერს განცხადებაში პფაიზერი.

პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.

„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Pfizer’s ZAVZPRET™ (zavegepant) Migraine Nasal Spray Receives FDA Approval
https://www.pfizer.com/…/pfizers-zavzprettm-zavegepant…

FDA approves new nasal spray to treat migraine headaches in adults, Pfizer say

https://edition.cnn.com/…/migraine-nasal-spray…/index.html

US FDA approves Pfizer's nasal spray for migraine

https://www.reuters.com/…/us-fda-approves-pfizers-nasal“, - წერს ფხაკაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტუალეტში ვნახე, საღორის თავზე შევინახე, რომ არაფერს შეეჭამა. ავიღე, გავრეცხე, გავასუფთავე და პარკში ჩავდე ბავშვი“ - შოკის მომგვრელი ამბის დეტალები

🔵„სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „თვითონ წავიდა ჩემგან. ასე მითხრაო, დღემდე მიყვარსო, მაგრამ მე ის გავათავისუფლეო“ - ნანი ბრეგვაძე ყოფილი მეუღლის შესახებ