
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ამჯერად აშშ-ში მოგზაურობს და სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს. ერთ-ერთ კადრში, რომელიც განსაკუთრებით დიდ გამოხმაურებას იწვევს, ნაჩვენებია, რომ ნიუ-იორკის ცნობილი „თაიმს-სქვერის“ მონიტორზე შორენა ბეგაშვილის ფოტო გამოჩნდა.
სავარაუდოდ, ეს უჩვეულო და გამორჩეული საჩუქარი მოდელს საყვარელმა მამაკაცმა მიუძღვნა. კადრმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„რა მაგარია როცა ბედნიერი ხარ! და არსებობს ადამიანი ვინც გჩუქნის უზომო ბედნიერებას!“
„დარწმუნებული ვარ, როცა გიყურებს ასეთ ბედნიერს, თავად უფრო ბედნიერია ❤️ყველა ქალი უზომოდ ბედნიერი უნდა იყოს“,
„რა მაგარია“,
„სულ, სულ იბედნიერე შორე“,
„კაშკაშებ“,
„ვგიჟდები“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
View this post on Instagram
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს