
ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში ხანშიშესული კაცის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც აფხაზური ქუდი ახურავს, რამაც მას ბავშვობა და ოჩამჩირესთან დაკავშირებული მოგონებები გაახსენა.
„ეს ფოტო ვაჟა ფშაველას გამზირზე დღეს დილით გადავიღე. ერთი შეხედვით არაფერი, კაცი მიდის ქუჩაში
ეს კაცი აფხაზეთიდანაა და აფხაზური ქუდი ახურავს.
ბავშვობაში ასეთი ბევრი ქუდი მინახავს მაგიდაზე, როცა ოჩამჩირეში ბაბუასთან სტუმრად მეგობარი აფხაზები მოდიოდნენ. ჩუმად ვიხურავდით და სარკეში ვიყურებოდით, თან ჩვენთან თავზე ქუდი ხომ მარტო ქუდს არა, ბევრ რამეს ნიშნავს.
დინჯად მიდიოდა, აფხაზებმა იციან ასეთი სიარული“, - წერს გოდერძი შარაშია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დამაკომპლექსეს, მეკითხებოდნენ როდის თხოვდები, უკვე დროა, დაბერდი“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი
🎥 შოკის მომგვრელი კადრები თბილისიდან - როგორ კეთდება შაურმა სხვადასხვა ობიექტებში
🔵ტრაგედია კვარაცხელიების ოჯახში - რა ეწერა ხვიჩას ხელზე და ვის სახელზე გაიტანა საგოლე პასი