თითქმის ერთი წელია, რაც მსახიობი ნანუკა გულუა კახაბერ კაშიაზე დაქორწინდა. მან ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და დაწერა:
„კახაბერ კაშია... არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ, ჩემი „ოცდაყველა“კი არა „ასყველა“ წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ... მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა!!! რა კარგია, რომ „როდის თხოვდები“ დავასრულეთ“.
მას შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ დუბაიშიც იმყოფებოდა და თაფლობის თვე ზღაპრულად გაატარეს. შემდეგ ნანუკა გულუა აქტიურად აქვეყნებდა ორსულობის ამსახველ ფოტოებს და დედობის მოლოდინის საოცარ განცდაზეც წერდა.
ახლახან კი ნანუკამ საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„საქართველო უფალმა ღვთისმშობელს ჩააბარა და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს!“ – ზურაბ ხაჩიძე
🔵„კარმული გამოცდის დღეა! არ ღირს ურთიერთობის გარჩევა და წვრილმანებზე დავა“ - მიხეილ ცაგარელი