Digest Logo

„გაანძრიეთ ტვინი, ჩვენ უფრო ვჭირდებით, აქეთ გვეხვეწონ, ასეთი უთავმოყვარეო რამ გაგხადათ“ - იუნა შაფათავა

1655789737
იუნა შაფათავა

ამერიკაში სამუშაოდ წასული ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა 20 ივნისის აქციაზე მყოფ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე სქართველოს ევროკავშირი.

ამავე პოსტში შაფათავა ხაზგასმით წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად დგომა სამარცხვინოა და მათ ქვეყნის მტრებს უწოდებს.

„ისეთი ევროპელობის რა ვთქვი, სადაც ვალიუმზე მცხოვრები მიჰას ჯიბის პროკურორი გვარამიას და დონდლო მიჰას ჩვარი უგულავასთან ერთად მიტინგზე „თავისუფლებას“ იბრალებენ გარეწრები….

11 წელია მიტყდება მიტყდება მიტყდება და მერევა...

სამშობლოს რა ვუყოთ, მედროვეები მიდიან და მოდიან, ხალხს რა დავეხმაროთ და როგორ, ყველა თავის ტყავზე ფიქრობს მხოლოდ.

რაო ევროპამ, სისხლს არ ვღვრით, მსოფლიო „კრიზისი“ რომ გაამართლონ? ვალების და ცოდვების ჩამოსაწერი ომი არ სჭირდება საქართველოს და იბრდღვნიან?

ხომ შეიძლება, ჩვენს ჭკუაზე ვაცეკვოთ, გაანძრიეთ ტვინი, ჩვენ უფრო ვჭირდებით, აქეთ გვეხვეწონ, სახე ვაჩვენოთ.
ასეთი უთავმოყვარეო რამ გაგხადათ.

ნაცის გვერდზე ომშიც არ დავდგები, ნაცი საქართველოს მტერია, რა ვერ გაიგეთ  როგორ მიტყდება, 11 წელია მიტყდება, რა ჩმორები ხართ, რა გარიგება დადეთ ასეთი, მიჰა წმინდანად აქციეთ, თქვენი დონდლო მთავრობაში“, - წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს თქვენი იმედი გვაქვს“ - საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

🔵„მოერიდეთ კონფლიქტს და საქმის გარჩევას, რადგან დაპირისპირება მხოლოდ თქვენ გაზარალებთ“ - ცაგარელი