დღეს მზე ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ერთის მხრივ, ემოციურობას და სენსიტიურობას, პატრიოტიზმსა და ეროვნული ფასეულობებისაკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, ეგოიზმსა და ეჭვიანობას, ხასიათის ცვალებადობას და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.
აკონტროლეთ ეგოიზმი და ეჭვიანობა. მოერიდეთ კონფლიქტს და საქმის გარჩევას, რადგან დაპირისპირება მხოლოდ თქვენ გაზარალებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს თვალების ზედმეტად გადაღლა. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ღვინისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ფარული კონვერტი“ არ გავა “ - ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს
🔵„დღეს მოერიდეთ რენტგენის და ექოსკოპიის გაკეთებას“ - მიხეილ ცაგარელი