Digest Logo

„გადაიწერე პირჯვარი, მიხვდი და გაიაზრე, რომ იმედი შენშია...“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

1785352072
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

„ფულში ეძებდა ბედნიერებას, ეგონა ძლევამოსილი იქნებოდა.

იშოვა, გახდა „ბედნიერი“ მაგრამ მალე მიხვდა, რომ ფულით ბედნიერება არ მოდის.

ამას რომ მიხვდა, მერე ისევ გაუბედურდა.

ხალისიანი ფერები, კარგი განწყობა, სიმშვიდე, სიყვარული, ერთგულება და მადლიერება გვაძლევს ბედნიერებას.

შენ შეიძლება იყო ბედნიერი, მაგრამ ვერ ხვდებოდე, რომ ბედნიერი ხარ.

როგორც წესი, ადამიანები გვიან ხვდებიან ბედნიერები რომ იყვნენ ადრე.

გაიაზრე რასაც განგება ყოველ წამს გიჩვენებს.

დაიბადე მარტო და წახვალ მარტო.

შენ შექმნილზე სხვები იცხოვრებენ და გაგიხსენებენ ზუსტად ისე, როგორც შენ იხსენებ შენ წინაპარს.

მაგრამ, ვის რაში ადგება ეს გახსენება, არავინ იცის.

ადამიანებმა, ადამიანების ცნობა არ იციან, სულ ახალი და ახალი მზაკვრები ცვლიან ერთმანეთს, ახალ-ახალი ვერსიებით. ახალ-ახალი ფლიდობით და ღალატით.

ადრე ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ადამიანი გაბოროტებული, დაეჭვებული და აგრესიული, ბოლოს მივხვდი, სამყარო მას სჯის შურის და უმადურობის გამო.

მოგეცა. ვერ დაინახე. მეტი მოგინდა.

არ გამოხატე მადლიერება ადამიანებისა და განგების წინაშე.

სასჯელია, როცა გაბოროტებული, ეჭვებში და აგრესიაში ხარ. ამ დროს იტანჯები და მოსვენება გაქვს დაკარგული, სულ ნეგატიურ ფიქრებში ხარ და იმედი გაქვს დაკარგული.

გადაიწერე პირჯვარი, მიხვდი და გაიაზრე, რომ იმედი შენშია.

ბუნება იმიტომ გიჩვენებს ულამაზეს ფერებს, რომ გაიფერადო წარმოსახვა და შეირგო ის, რაც მოგეცა ამ დროებით ყოფაში.

მოშურნე დაამარცხა, მტერს აჯობა, გული მოიოხა, მტრის ჯიბრზე გამარჯვება მოიპოვა, მტერს სამაგიერო გადაუხადა და მოკვდა.

ნეტა რისთვის, ვისთვის და რატომ იწვალა ამდენი.

ვერაფრით ვერ მიხვდა ადამიანი, რომ ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება და ასწავლა: რომ შენ ხარ შენი ბედის მჭედელიო, შემქმნელი და განმგებელიო.

დაუჯერებელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გაუმართლათ, ოღონდ, ისინი ამას ვერ ხვდებიან, რადგან მათი რეალობა და ფანტაზია ვერ ემთხვევა ერთმანეთს.

როცა გაუბედურდებიან, მაშინ ხვდებიან ადამიანები, თურმე რა ბედნიერები ყოფილან ადრე.

მტრის ჯინაზე კარგად ვერ იქნები, რადგან მტერი მუდმივად ფიქრობს, რომ შენ უბედური ხარ.

ღმერთო მომეცი ძალა შევირგო და შევიგნო შენი მოცემული თავისუფლება.

ისე, რა ძალიან ძლიერი, გონიერი, მაღალი ინტელექტისა და მაღალი სულიერი მდგომარეობის მქონე უნდა იყო ადამიანი, რომ ჩასწვდე სიცოცხლის, ცხოვრების, სიყვარულის, ბედნიერების, სიბერისა და სიკვდილის არსს.

ადამიანები საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ ხოლმე, ოღონდ როგორც აწყობთ ისე.
ყველაფერი სხვისი ბრალია!
- ან
ყველაფერი ჩემი კეთილი გულის ბრალია!“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

⭕ „გაიძულებთ, გააანალიზოთ და სიღრმისეულად შეხედოთ პარტნიორულ სფეროს“ - რას ჰპირდება რეტროგრადული სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა ხვრელი?