ჟურნალისტი და მსახიობი ნატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გადაცემა „სარკასტიკას“ ეხმაურება.
გადაცემის წამყვანებმა გიორგი ნაზღაიძემ და „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ თამაზამ გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, სადაც განიხილეს ცნობილი სახეების პლასტიკური ოპერაციები და ქირურგიული ჩარევები.
გადაცემის მიმდინარეობისას განიხილეს ნატა გულიაშვილისა და შორენა ბეგაშვილის მსგავსება, რომელზედაც წლებია საზოგადოება ლაპარაკობს და არაერთი სკანდალი აგორდა:
„მინდა გამოვეხმაურო გიორგის და თამაზას გადაცემას! (დღეს უამრავმა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ამ გადაცემის სქრინები და ვიდეოები).
👉 პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ციცინო შურღაიას რეალური შეფასებისთვის.
👉 ნუ, თუ ციცინომ და გიორგიმ თქვა, რომ ნამდვილად არის მსგავსება ნატას და შორენას შორისო, ალბათ ნამდვილად ეგრეა, რადგან ამას აღნიშნავს მთელი საქართველო!
👉 თამაზას კიდე მინდა უთხრა, რომ მე კი არ ვამბობ, შორენას ვგევარ თქო, არამედ ხალხი ამბობს, რომ შორენა როგორ მაგრად დაგემსგავსა შენო?! აბსოლიტურად ყველაფერი შენნაირი გაიკეთაო!
👉 და ასევე ძალიან ბევრი ცნობადი სახე იმასაც მეუბნება, რომ შორენა პლასტიკურ ოპერაციაზე რომ მივიდა კუზანოვთან, შენი სურათი მიიტანაო და უთხრა, ნატას დამამსგავსეთო.
👉 და კიდევ ცნობისთვის, ვინც არ იცით, ჯერ მე ვიყავი ცნობადი სახე და პოპულარული „ამტანიდან“ და მერე ეგ გახდა 5 წლის შემდეგ ცნობადი სახე „ფლეიბოიდან“ ასე რომ, მე ვერანაირად ვერ დავემსგავსებოდი მას.
👉 ის დამემსგავსა მე, და არა მე იმას. თან მაშინ არავინ არ იცნობდა შორენას და მაგას სჭირდებოდა მე რომ დამსგავსებოდა, რომ ვინმეს ყურადღება მიექცია მაგისთვის!
👉 მე ყოველთვის ესეთო ვიყავი, როგორიც ეხლა ვარ, და ეს იცის მთელმა საქართველომ!
👉 და მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო: არც ცხვირი, არც ყვრიმალები, არც ფეხები, არც მკერდი და არც საჯდომი არ მაქვს გაკეთებულისხვებისგან განსხვავებით და ძალიან გთხოვთ, გადაკეთებულ ქალებს ნუ მადარებთ!“, - წერს ნატა გულიაშვილი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიყვარულის დრო მოდის...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან