Digest Logo

„გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი!“ - ია თინიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

1703575183
ია თინიკაშვილი

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, რომელსაც ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა და საზოგადოება ფინანსურად ეხმარებოდა, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია.

„გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი!

თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია!

სტრესი, ტკივილი და გაუძლებლის გაძლება, ჩემი უახლოესი ადამიანების, თითოეული თქვენგანის მხრიდან თანადგომის და გამხნევების შედეგად შევძელი.

უდიდესი მადლობა თქვენ, უდიდესი მადლობა იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუდმივად მეკონტაქტებოდნენ და ზრუნავდნენ ამ პატარა ,,ნაღმის" დროულად გაუვნებელყოფაზე.

 მადლობა ქართველ ექიმებს სწორად დასმული დიაგნოზისთვის და მადლობა თურქეთის 

მადლობა ,,მედიქალპარკის" რეანიმაციული დეპარტამენტის იმ ახალგაზრდა ექიმს, ენის ბარიერის მიუხედავად რომ მამხნევებდა და გვერდიდან არ მომცილებია და, ბუნებრივია, უდიდესი მადლობა ჩემს ძალიან კარგ შვილს - ბექას და ჩემს უკარგეს მეგობარ Nata Kopadze-ს, რომ ამ დღეების სირთულე ორივემ ჩემთან ერთად გადაიტანა ასე ვაჟკაცურად.

უკვე დავტოვე სტამბოლს და შინ ჩემი მთავარი თერაპია, ჩემი შვილიშვილები - პეტრე და კირა მელიან  
დარწმუნებული ვარ, ამგვარივე წარმატებული შედეგით დავბრუნდები სტამბოლიდან 6 თვეში დაგეგმილი საკონტროლო კვლევებიდანაც.

გმადლობთ“, - წერს ია თინიკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო“ - მაკა შალიკაშვილი

🎥 როგორ ემზადება სალომე ღვინიაშვილი ახალი წლისთვის და როგორ გამოიყურება მისი ნაძვის ხე

🎥 „მაშინაც კი, თუკი ნამდვილ დედას მივაგნებ, არასდროს ვიტყვი უარს დედაზე, რომელმაც გამზარდა და ადამიანების სიყვარული მასწავლა“ - თამუნა მუსერიძე