Digest Logo

„საჩუქრად ყოფნა შევწყვიტე, ვერ გამიძლეს და წავიდნენ“ - რას წერს მუსიკოსი თამარ ალადაშვილი

1764572680
თამარ ალადაშვილი

მომღერალი, მუსიკოსი და ანსამბლი „თორდას“ ხელმძღვანელი, თამარ ალადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, ვინც მას აჯერებდა, თითქოს ის მათთვის, „ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო“. 

მისი თქმით, ამ ადამიანებს „განსაცდელი“ მოუწყო, რასაც ვერ გაუძლეს:

„ვისთვისაც ცხოვრების უდიდესი საჩუქარი ვიყავი, (თვითონ ასე ამბობდნენ - მე ყოველთვის სხვაგვარად ვგრძნობდი, თუმცა „მაჯერებდნენ“) ერთ დღეს გადავწყვიტე, საჩუქრად ყოფნის მაგიერ მათთვის პატარა თავის ტკივილად გადავქცეულიყავი და ვერ გამიძლეს ...

მას მერე აღარ შემიწუხებია .... წამალიც მე მივეცი და დავეხსენი კიდეც ...

ბოლოს კი ჩემს ცხოვრებაში დაპატარავებული ტანსაცმელივით ზოგი თაროზე შემოვდე, ზოგი გავაჩუქე და ზოგიც გადავყარე და ზოგიერთი საერთოდ დამვიწყებია რომ „მქონდა“, - წერს თამარ ალადაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ ორი მეთოდით თქვენ მაქსიმალურად დაიცავთ სასუნთქ გზებს“ - არუნ ხათრი საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს

🎥 „ეს არის უდიდესი შეცდომა... შეეჯახებით უდიდეს სირთულეებს“ - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს გოგა მანია

🎥 „მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვისაც... საქართველო, ჩემო პაწაწინა სამოთხევ“ - ნინი შერმადინის არაჩვეულებრივი შესრულება