Digest Logo

„გაგიმხელთ, ვინ იყო ჩვენი ფავორიტი ფინალში...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

1747509781
 ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაზე მუშაობს. 

ახლახან მომღერალმა სოციალურ ქსელში გამომწერებს ევროვიზიის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა:

„დღეს ევროვიზიის გრანდ ფინალია!  

მეც ვიქნები ლაივში და გაგიმხელთ, ვინ იყო ჩვენი ფავორიტი ფინალში, არ გამოტოვოთ!  

ჩაერთეთ:

00:30 (შვეიცარიის დროით)
02:00 (საქართველოს დროით)

ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, დღეს საქართველო ფინალისტებს შორის მენახა, და ძალიან მწყდება გული, რომ ასე არ მოხდა… 

მაგრამ საქართველომ ძალიან კარგი და ძლიერი ნომერი აჩვენა მე მაინც ვამაყობ, მიუხედავად შედეგისა“,- წერს ნუცა ბუზალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კომპრომისის გარეშე არანაირი გრძნობა არ ვითარდება...“ – ნანუკა გულუამ ოჯახზე ისაუბრა

⭕„კეკეს აქვს ქერა თმა და ლურჯი თვალები...“ - გიორგი კეკელიძე ახალშობილი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს