Digest Logo

„გაიგეთ, რომ არაბებმა მიითვისეს ებრაელების კუთვნილი ტერიტორიები…სირცხვილია ამდენი სიბეცე და უწიგნურობა“ - რას წერს მამა პეტრე კოლხი

1697095410
პეტრე კოლხი

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 

ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას სასულიერო პირი მამა პეტრე კვარაცხელია ეხმაურება და საზოგადოებას ისტორიის კითხვას ურჩევს, რადგან მისი თქმით ათასი სისულელე ვრცელდება.

„თითქმის ერთი კვირაა ათას სისულელეს ვისმენ და ვკითხულობ…

სირცხვილია ამდენი სიბეცე და უწიგნურობა და კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, ასეთები სხვას რომ დასცინიან…
არც ისტორია იციან, არც გეოგრაფია და რელიგია-მითუმეტეს…

თან ისეთები იბრალებენ ,,პროფესორობას”, ბიბლიის ღრმა ცოდნით რომ მოაქვთ თავი და სახარების ერთი გვერდი არ წაუკითხავთ!..

ყველაფერთან ერთად, რადიკალების არაადამიანურ ბოროტებას ამართლებენ და ძირძველ ებრაელებს ოკუპანტებს უწოდებენ…

მაინც შეგახსენებთ, რომ ტერმინი ,,პალესტინა” პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ გამოიყენა.
ამ ტერმინის ქვეშ არსებული მიწები რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა…

პალესტინის ტერიტორიაზე მოსახლე სემიტური მოდგმის ტომები რეგიონს უწოდებდნენ ქანაანს.

თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ებრაელები, რომელთა გადასახლება მოხდა ბაბილონის მეფე-ნაბუქოდონოსორის დროს… იმ პერიოდიდან, ჩვენთანაც ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ მცხეთაში.

გადმოცემით მათ ჩამოიტანეს, ძველი აღთქმის სიწმინდე-ელია წინასწარმეტყველის ხალენი…
არაბები ჩამოყალიბდნენ მეექვსე საუკუნის ბოლოს…

გაიგეთ, რომ არაბებმა მიითვისეს ებრაელების კუთვნილი ტერიტორიები…

დიახ, ებრაელებმა გაუძლეს ბაბილონის მეფეს, გაუძლეს ეგვიპტის უდაბნოს და დევნას, გაუძლეს მეორე მსოფლიო ომის შემზარავ წლებს… გაუძლეს საკონცენტრაციო ბანაკებს, გაზის კამერებს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდნენ… ისევ არაფრისაგან შექმნეს უდაბნოს წალკოტი და ისევ ფეხზე მყარად დადგნენ…

ებრაელები საკუთარ მიწას, ებრაელების გარდა არავისზე ყიდიან… აი, ვის უყვარს ნამდვილი სიყვარულით, საკუთარი ქვეყანა… არა მხოლოდ ყანწებით და ფიალებით!..

სულ ტყუილად იმუქრებით ირანით და ეგვიპტით…

ებრაელები მომავალშიც ბევრს გაუძლებენ… თქვენ კი, წიგნი მაინც აიღეთ ხელში და წაიკითხეთ…

ისრაელის მიწა, ღმერთის მიწაა, იქ დავით წინასწარმეტყველის საფლავია, იქ სოლომონის ტაძრის ნანგრევებია, იქ იესო სასწაულს აუცილებლად მოახდენს…

ჰოდა, შალომ ისრაელ!..“,- წერს სასულიერო პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს...“ - ჩინარა კოჯაევას ისტორია, რომელიც იძულებით ქორწინებას გადაურჩა

🔵 „ისევ ქრისტიანულ მოუწევს ამ ლტოლვილების შეფარებაც“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე პალესტინელ ლტოლვილებზე

🔵 „აქამდე სულ ტანჯვაზე ვწერდი და მერე გადარჩენაზე გიყვებოდით, დღეს მოგიყვებით, თუ როგორ დავბრუნდი“ - გიორგი კეკელიძე