ქართველი ქალები დამოუკიდებლად პირველად ავიდნენ უშბის მწვერვალზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის მარშრუტები და ავიდნენ ავიდნენ სამხრეთ შხარასა და ჩრდილოეთ უშბაზე.
„ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, - წერს მთამსვლელთა ფედერაცია სოციალურ ქსელში.