Digest Logo

„გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია“ - ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

1704729180
 მსახიობ ზურა ბერიკაშვილი

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. “ჩუმი ინფარქტის” ძალიან მაღალი რისკია.

სისხლში მომატებული შაქარი, დროთა განმავლობაში, აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის გულის, შესაბამისად ვერ გრძნობენ ტკივილს.
აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი“ - წერს ანო მაისურაძე.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

54 წლის არტისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵🎥 თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“, რომელიც სოც.ქსელს იპყრობს და ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა

🔵 როდის უნდა და არ უნდა დაქორწინდეთ 2024 წელს - გახსოვდეთ ეს თარიღები!