Digest Logo

„გახდი „ღმერთი“ მისთვის, ვინც დღეს შენგან ამას ელოდება“ - გია მურღულია

1700026675
გია მურღულია ფილოლოგი

ფილოლოგიის დოქტორი, დამსახურებული პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  

„ზოგი საბოლოო დაბეჯითებით ფიქრობს და სხეულის ყველა ატომით გრძნობს, რომ სამყარო მისთვის შეიქმნა - ჩვენი დედამიწა მაინც.

სხვა ადამიანებსაც მისი მსახურების გარდა, რაიმე საქმე არც შეიძლება ჰქონდეთ.

სულსა და გონებაში ამხელა გამადიდებელი მინა, დიდ სიამოვნებასთან ერთად, მოზრდილი პრობლემაც არის, რადგან სამყაროც და ადამიანებიც არ იზიარებენ იმას, რაც ამ მინით მოჩანს.

იყავი ადამიანი და დაუტოვე ღმერთს მისი ადგილი - შენგან განსხვავებით, ის მართლა ერთადერთი და განუმეორებელია.

შენი ფიქრით, სიტყვითა და ქცევით გახდი "ღმერთი" მათთვის, ვინც ძალიან გიყვარს და გსურს გააბედნიერო.

ასეთი ღმერთობა ყველა ადამიანისთვის საოცნებოა, თუმცა მხოლოდ ცოტანი ახერხებენ ამ "ცაზე" იცხოვრონ.

არც ერთხელ და სამუდამოდ დამსახურებული "ღმერთობა" არსებობს - ეს "სტატუსი" ყოველდღე თავიდან უნდა იბადებოდეს.

თუნდაც დღეს.

კარგი დროა ამისთვის.

გახდი "ღმერთი" მისთვის, ვინც დღეს შენგან ამას ელოდება“,- წერს მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს