ჟურნალისტი ლაშა ბაბუხადია სოციალურ ქსელში 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელზე - გიორგი შაქარაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გახსოვთ გიორგი შაქარაშვილი? ის ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი გოჩოლეიშვილის და სხვა 21-წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავების თანაგუნდელი იყო და ყველაზე ნიჭიერი მთელს გუნდში..
შაქარა ახლა ის ამ ვარსკვლავური ნაკრების წამყვანი ძალა უნდა იყოს.
ვინ დაივიწყებს ასეთი ვარსკვლავთბიჭუნას მკვლელობას?
ვუყურებ მატჩებს დიდი სიყვარულით და ამხელა წარმატება სიგიჟემდე მიხარია, მაგრამ მაშინვე ორი ამხელა სინანულის განცდა და წუხილი შემომაწვება რომ მორცხვი, თავმდაბალი, უნიჭიერესი ფეხბურთელი შაქარა, რომელიც ბურთით მოედანზე შეუჩერებელი და თამამი იყო აქ უნდა იყოს და ხალხის სიყვარულს უნდა იღებდეს ცოცხლად...“, - წერს ლაშა ბაბუხადია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ფრთხილად იყავით, ქალაქში რუსი ჯალათები დადიან“ - რას წერს თემურ თათარაშვილი
🔵 🎥 როგორ ერთობა ელის მარია სააკაშვილი მეგობრის დაბადების დღეზე