მწერალი დათო გორგილაძე საზოგადოებას მიმართავს და მათ ხელისუფლებაში მყოფი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ყოველდღიურად მორალური დისკომფორტის შექმნას სთხოვს.
🔵„არა რუსულ კანონს“ - „ხალხის ძალის“ კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან
„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ].
ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა.
ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს.
დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ“, - წერს დათო გორგილაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „იმერული ხასიათი და პოზიტიური გოგო“ - სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა ცეკვამ სოცქსელი დაიპყრო
🎥 „მესამედ დავიბადე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს?