Digest Logo

„გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია... მონატრება კი სულის ტკივილამდეა“ - იზა ომაძე საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს

1716360405
იზა ომაძეიზა ომაძე

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გარდაცვლილი შვილის ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს.

„ნიკოლოზობას გილოცავთ, შვილო.

„როცა მთვარე ამოვა, იქნება მზიანი ღამე!“.

„მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა.მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…” (ნ. დუმბაძე).

P.S. ამ სინათლეს ვერ გაუძლო ბოროტმა!!! ეშმაკმა იფიქრა რომ ჩააქრო, მაგრამ ვერა!  ერთად აკაშკაშდა, ერთად განათდა და მზიანი ღამე გაათენდა.

ნიკოლოზობას გილოცავთ შვილო,  წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის მფარველობას….

გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია. მონატრება კი სულის ტკივილამდეა“, - წერს იზა ომაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

„ყოველდღე ვფიქრობ სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია...სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით“ - მაია ბითაძე

⭕+29, +31 გრადუსი - საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს