Digest Logo

„ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება... არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან თუ ბარიდან ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ!“ - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს

1722318128
 მერაბ დვალიშვილი

დანა უაიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება.

ეს იქნება მეორე საჩემპიონო ბრძოლა ქართველის მონაწილეობით, ილია თოფურიას შემდეგ და პირველი უშუალოდ „მანქანისთვის“, რომელიც ამ შანსს შეიძლება ითქვას, რომ 7 წლის განმავლობაში ელოდა.

ამ ისტორიული ბრძოლის შესახებ მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„გამარჯობა მეგობრებო.

პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, ტექსტებისა თუ ზარებისთვის. უბრალოდ მინდა გესმოდეთ, რომ რთულია ყველასთვის პასუხის გაცემა, რადგან მე მუდმივად ვმუშაობ და ვვარჯიშობ იმისთვის, რომ შედეგით ყველამ ერთად ვიამაყოთ.

ბევრი თქვენგანი ითხოვდა ბილეთების ბმულებს. სამწუხაროდ, არ არსებობს ფასდაკლებული ბმულები , გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება.
უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი.

არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან, ბარიდან, თუ Sphere-დან, ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ! როცა ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც მხარს მიჭერს და სჯერა ჩემი, მადლობელი ვარ მთელი გულით! Vamos“, - წერს მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის შემდეგ ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მას დაუგროვდა 10 გამარჯვება და 2 მარცხი. ცნობისთვის, მოგებათა სერია ზედიზედ არის. ქართველ ჩემპიონობის კანდიდატს სხვადასხვა დროს დაუმარცხებია ჟოზე ალდო, ჰენრი სეხუდო, მარლონ მორაესი და სხვები.

რაც შეეხება ამერიკელ ჩემპიონს, ალჯემეინ სტერლინგთან გამარჯვების შემდეგ, ის სუპერმსუბუქ დივიზიონში ქამრის მფლობელი გახდა, მოგვიანებით მან ჩიტო ვერასთან მოგებით, ჩემპიონობა დაიცვა. შემდეგი მერაბი გახლავთ. ბრძოლის გამართვის ადგილი: ლას-ვეგასი, სფერო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„უსაყვარლესი ადამიანი“ - სალომე ბაკურაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს