Digest Logo

„გამოყოფილ, ემოციურ ცრემლებს სხვაგვარი ქიმიური შემცველობა აქვთ...“ - ლევან შელეგია ხსნის, რატომ არ ტეხავს ტირილი

1776853650
 ლევან შელეგი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხსნის, რატომ არ ტეხავს ტირილი:

„რატომ არ ტეხავს ტირილი?

ტირილს როგორც მის არქეტიპულ მეწყვილეს სიცილს, განმტვირთველი, დადებითი ეფექტი აქვს მთელ ორგანიზმზე.
ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ყველა სიტუაციას თუ მიზეზს, რაც ტირილს იწვევს.

ტირილის დროს გამოყოფილ, ემოციურ ცრემლებს სხვაგვარი ქიმიური შემცველობა აქვთ, ვიდრე რეფლექსურ თუ ბაზალურ, ანუ თვალების დასასველებლად წარმოქმნილ ცრემლებს.

ემოციური ცრემლები შეიცავენ სტრესისთვის ტიპურ ნივთიერებებს (ადენოკორტიკოტროპინი, ენკეფალინი და ასე შემდეგ).

კი ბატონო, ცრემლების ბიოქიმიური ანალიზი დესკრიპტიულია, მაგრამ მაინც.

სოციოლოგიურად, ისტორიულად თუ ტრადიციულად ბევრი კულტურა ტაბუს ადებს, ნეგატიურ ელფერში გვაჩვენევს ტირილს, მით უმეტეს მამაკაცებისთვის: „გოგო ხარ, რა გატირებს?“ - ხშირად ისმის ქართული (და არა მარტო) სოციალიზაციის მსვლელობაში, სამწუხაროდ.

არადა, რაოდენ დიდია დაგუბებული ემოციების პიკზე გემრიელი ტირილით მოტანილი შვება, სიმსუბუქე, მშვიდი სიცარიელე, ექვილიბრიული ვაკუუმი, არა?

სტერეოტიპებსაც აქვთ არსებობის უფლება, აზრი, მაგრამ როცა საკითხი დგება, თუ რა არის კარგი თითოეული ჩვენგანისათვის, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური და ინდივიდუალურად სარგებლის, შვების მომტანი.

ამიტომ, ნუ შეეწინააღმდეგებით, თუ/როცა (ა)გეტირებათ, დაიცალეთ ბოლომდე და კათარზისგავლილებმა ახალი შემართებით გააგრძელეთ.

ტირილი, ისევე როგორც სიცილი, უნივერსალური, კოლექტიურ ქვეცნობიერში ფესვგადგმული არქეტიპია, ანუ მარტივად - ძალიან ბუნებრივი და ყველგან გავრცელებული.

სიცილ-ტირილის ანტაგონიზმი კი ფორმალურია, ეფექტით, „დღის ბოლოს" მაინც მდინარის ერთი და იგივე ნაპირის ბინადრები არიან.

აქაც, რა თქმა უნდა, მოქმედებს პარაცელსისეული ზომა-წონის ლაკონური ტრიოლი „dosis facit venenum“ - დოზა წყვეტს, რაღაც გარგებს თუ მოგწამლავს“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„8 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა, სითბო და სიყვარული საქართველომ ჩანერგა...“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი 10 მაისს საქართველოში კონცერტს გამართავს

🎥 „დავაფურთხე, გამოვედი ტუალეტიდან და მიდი გაწმინდეო, მუხლებზე დაჩოქილი ვხეხავდი... თავის მოკვლასაც ვფიქრობდი“ - რატომ ურჩევნია მალიბუ ტუღუშს საქართველოს ამერიკა

„დედიკოს და მამიკოს მარწყვიტო“ - თიკო ყაველაშვილი შვილს ელოდება