Digest Logo

„გამთენიისას ოკუპირებულ აფხაზეთში, სიკვდილის ჩიტებმა, ერთი ოჯახის ხუთი წევრი… ხუთი მძინარე ბავშვი გასტაცეს ბებიას... მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“- თათია ზუხბაია

1736144108
თათია ზუხბაია

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიას ეხმაურება.

„ბებიამ შვილიშვილების გასათბობად ღუმელი უნდა დაანთოს…

ეს ამბავი იმ სოფელში ხდება, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ენგურის ჰიდროელექტროსადგური დგას.
მიუხედავად ამისა, ეს სოფელი დანარჩენი სხვა სოფლების და ქალაქების მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვეა, უშუქობას ებრძვის, თავის მხრივ აფხაზეთი ოკუპაციას.

გამთენიისას ოკუპირებულ აფხაზეთში, სიკვდილის ჩიტებმა, ერთი ოჯახის ხუთი წევრი… ხუთი მძინარე ბავშვი გასტაცეს ბებიას.

ეს სიკვდილის ჩიტები ყველგან დაფრინავენ, მათთვის არც მავთულხლართებია ბარიერი, არც უშუქობა, არც ტანკები.

არც ბავშვები არც მოხუცები..

არც სიმდიდრე არც სიღარიბე.

არც ახალი წელი..

ცაში ერთბაშად ხუთი დაფერფლილი ბავშვის, ხუთი მძინარე დედმამიშვილის პატარა სხეულებიდან, სულები რომ აიჭრნენ.

მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“, - წერს თათია ზუხბაია.

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს, დილით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.

6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„საყვარელი, მიმზიდველი, მომხიბვლელი და მომაჯადოებელი“ - თათა გიორგობიანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

⭕ პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?