ბლოგერი ხატია ლიქოკელი, რომელიც სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტებით გამოირჩევა, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„გოგონა მთიდან - ხატია ლიქოკელი“, - ასეთია „ფეისბუკზე“ მისი ანგარიშის სახელწოდება, სადაც აუდიტორიას მორიგ სტატუსსა და კადრებს უზიარებს.
იგი წერს მთის ხალხზე მათ შრომასა და ღვაწლზე, რომელთაც მთა არ მიატოვეს და საქმიანობას ჩვეულებრივ, მშობლიურ კუთხეში ეწევიან. ხატია ლიქოკელმა ასევე უპასუხა გამომწერების კითხვებს, რომელიც დღევანდელ ხევსურეთსა და მოსახლეობას ეხებოდა.
„გახსოვთ ადრე რომ გაგაცანით წყვილი ხევსურეთიდან, რომლებმაც მიტოვებული სოფელი საკუთარი ხელებით აღადგინეს
ჰოდა დიდი ხანია მათზე აღარ მომიყოლია თქვენთვის ,ყველა ხევსურისა და მთის ხალხის კარგი ამბები მახარებს და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რადგან მინდა მთა გაძლიერდეს, მიტოვებული სოფლები გაივსოს და ქართველებმა ხელახლა გავაცოცხლოთ და ავაჟრიამულოთ საქართველო.
პაატა და ნინო ჩემი ფავორიტი წყვილია ხევსურეთიდან, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე ახლოს მოვიდნენ გულთან და განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე მათი კარგი ამბები, თითქოს ეს ორი ადამიანი ჩემ სამყაროსთან ძალიან ახლოს დგას.
განა ადვილია დაბრუნდე მიტოვებულ სოფელში და ყველაფერი თავიდან დაიწყო?!
ზამთარ-ზაფხულ გვიზიარებენ მთიდან ამბებს, ხან უჭირთ ხან ულხინთ, ნორმალური გზა არ აქვთ, რომ მონატრების დროს ახვიდე ამ ადამიანებთან და უბრალოდ ასვლით მაინც დასტური მისცე მათ მხარდაჭერას. ჩემი გვერდის გამომწერები, ვინც აქტიურობთ თითქმის ყველა დაგიმახსოვრეთ.
სულ ვკითხულობ თქვენს მოწერილებს თუ კომენტარებს.
ერთმა გამომწერმა დამიწერა - რა ცუდია ადრინდელი ვაჟკაცი ხევსურები რომ აღარ არიანო და დამამახსოვრდა ეს კომენტარი.
განა ესენი არ არიან ვაჟკაცები? განა პაატა გმირი ხევსური არ არის, რაც მან გააკეთა ხევსურეთისთვის და მთაში ზეიმი რომ გაგვიმართლა სოფლის გაცოცხლებით?
განა ხევსური ქალივით მტკიცე ხასიათი არ აღმოაჩნდა ნინოს, მთის კაცს რომ უერთგულა გადაწყვეტილებაში და გამოჰყვა პაატას ზღაპარს?
მიყვარხართ, ორივე ჩემ ხევსურულ ზღაპარს ჰგავხართ, რომელიც ემსახურება მთის გაცოცხლებას.
„ხევსურეთისთვის დედოვ“, - წერს ხატია ლიქოკელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მუსიკოსი ჯონ მეიოლი გარდაიცვალა
⭕ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან