Digest Logo

„განათებების ფონზე მომღერალი ვერ გაარჩევს რა ნივთი ისროლეს, დროშა, თუ მაისური და თუ ვინმე ამბობთ, რომ ეს შეგნებულად გააკეთა იქნებ, მიზეზის თქვენი ვერსია დაწეროთ“ - ლაშა გეგეჭკორი

1753359551
ლაშა გეგეჭკორი

სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში გამართულ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება. 

მისი თქმით, სცენაზე, განათებების ფონზე მომღერალი ვერ გაარჩევს რა ნივთი ისროლეს, დროშა, თუ მაისური.

„დროშას ფეხებთან არ უგდებენ-ხელში აწვდიან!

სცენაზე, განათებების ფონზე მომღერალი ვერ გაარჩევს რა ნივთი ისროლეს, დროშა, თუ მაისური.
გავიწყდებათ „იმათი” წერილი, რომელიც მომღერალს ჩამოსვლამდე გაუგზავნეს და კონცერტის დაწყებამდე „ქართული ოცნების” წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ. წარმატებული კონცერტის გადაფარვის მცდელობაა.

არც მალავენ-გაღიზიანებული არიან ამდენი ადამიანის მისვლით. ბედნიერი იქნებოდნენ “ისინი,” გუშინდელი კონცერტის დამსწრეების 10% რომ ჰყავდეთ აქციებზე.

და თუ ვინმე ამბობთ, რომ გასტროლზე ჩამოსულმა მომღერალმა ეს შეგნებულად გააკეთა (დააკნინა საქართველოს დროშა), იქნებ, მიზეზის თქვენი ვერსია დაწეროთ.

რატომღაც, დროშის სცენაზე მსროლელზე ნაკლებად წერენ. იმედია, ტიმბერლეიკის “გამპრავებელის” იარლიყს არ მომაკრავთ.

გმადლობთ ყურადღებისათვის“, - წერს ლაშა გეგეჭკორი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღემდე ყველა ირაკლის მეძახის... მაქვს საშინელი კლაუსტროფობია“ - ოთარ ტატიშვილი

🎥 „ვინც ზიზზღს აფრქვევთ, გაჭედილები ხართ ცხოვრების ყველა სფეროში“ - ალექსანდრა პაიჭაძე

⭕„თავისუფლება მხოლოდ მთებშია“ - ეკო ფანგანი გუდაურიდან კადრებს აქვეყნებს