Digest Logo

„განკითხვა: ტვინის „იაფი ნარკოტიკი“... რატომ გვსიამოვნებს სხვისი შეცდომები...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1769234640
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანებსა და მათ ქმედებებზე წერს:

„განკითხვა — ტვინის „იაფი ნარკოტიკი“. რატომ გვსიამოვნებს სხვისი შეცდომები?

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გვეღიმება ირონიულად (ან ვბრაზდებით), როცა ვიღაც სულელურ შეცდომას უშვებს? გვგონია, ეს ჩვენი მორალური უპირატესობაა? არა. ეს ჩვენი ტვინია, რომელიც ამ დროს დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) ულუფას იღებს.

 ეს არის ბიოქიმიური მახე: „დააკნინე სხვა = იგრძენი თავი უსაფრთხოდ“. მაგრამ ასტროლოგია ამას კიდევ უფრო ღრმად ხსნის.

თუ გაღიზიანებთ სხვისი „თავხედობა“ — ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ მზეს კეტავთ ციხეში.

თუ გაღიზიანებთ „სუსტები“ — ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ მთვარეს უკრძალავთ არსებობას.

დღევანდელ პატრეონის პოსტში ვხსნით რუკის ყველაზე მისტიკურ ღერძს: „მე და სხვა“ (1-7 სახლების ოპოზიცია). გაიგეთ, სად ცხოვრობს თქვენი „ჩრდილი“ და როგორ უნდა გადააქციოთ სხვისი განკითხვა — საკუთარ სუპერ-ძალად.

სრული სტატია და პრაქტიკული სავარჯიშო უკვე პატრეონზეა“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?

⭕„ვწევარ, სიზმრისგან დაცლილია ჩემი სხეული...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

5 მიზეზი, რატომ ღირს დილის დაწყება ცხელი წყლით - „დილა იწყება არა ყავით, არამედ სხეულის გაღვიძებით“