26 ივნისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლის „ორერა“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.
სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გაავრცელა:
„მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო.
გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გენოს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ყურადღება! რეტროგრადული მერკური 29.06.26 - ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ გავლენას ყველაზე მეტად?
⭕„ერთი წელი უშენოდ...“ - თემურ თათარაშვილი გარდაცვლილ დედაზე