Digest Logo

„გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თანამედროვე მამების ტრანსფორმაციით ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში!“ - რას წერს პედიატრი

1779030514
 ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თანამედროვე მამების ტრანსფორმაციაზე საუბრობს.

იგი იმ ძირითად მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ახალგაზრდა მამები უფრო აქტიურები და მზრუნველები გახდნენ  შვილების მიმართ:

„გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თანამედროვე მამების ტრანსფორმაციით ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში!

მოდი, განვიხილოთ ძირითადი მიზეზები, რატომ გახდნენ ახალგაზრდა მამები უფრო აქტიურები და მზრუნველები შვილების მიმართ, ჩემეულ ხედვებს მოგახსენებ:

✅ცნობიერების ზრდა მშობლობის როლზე,დღეს მამებს უკეთ ესმით, რომ შვილზე გავლენას მხოლოდ დედა არ ახდენს,მამა-ემოციური სტაბილურობის, თვითშეფასებისა და პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

✅ტრადიციული როლების რღვევა- -ადრე მამა ითვლებოდა მომარაგებელად და დისტანციურ ავტორიტეტად ახლა:

✅ოჯახები უფრო თანასწორ პარტნიორობაზეა აგებულია

✅ქალი ხშირად მუშაობს, მამა კი აქტიურად ერთვება აღზრდაში

✅მამა დღეს შეიძლება იყოს: საძინებლის ზღაპრის მკითხველი, ექიმთან წამყვანი, საბავშვო ბაღის შეხვედრაზე დამსწრე,მამები აბანავებენ ხშირად,უცვლიან საფენებს და ა.შ.

✅კულტურული და მედიაგავლენები სოციალური მედია, ფილმები და წიგნები ახლა ცვლიან მამის "იმიჯს".

✅ადრე "ხისტი მბრძანებელი", ახლა მთელ გულით მოტივირებული, მზრუნველი ფიგურა.

✅ემოციური თვითგამოხატვის მიღწევა-თანამედროვე მამები მეტად და თამამად გამოხატავენ სიყვარულს ღიად(ადრე რატომღაც დაკომპლექსებულები იყვნენ).

✅საკუთარი ბავშვობის კომპენსაცია- ბევრმა მამამ საკუთარ ბავშვობაში იგრძნო ემოციური დისტანცია მამისგან(იყო ეს და ვერსად ვერ გავექცევით)ამიტომ ცდილობენ: აკეთონ ის და ისე,როგორც უნდოდათ რომ მისთვის გაეკეთებინათ,მას მოქცეოდნენ! ეს ფსიქოლოგიური თვითშესწორების მექანიზმია.

✅თანამედროვე მამობა აღარ არის მხოლოდ მოვალეობა -ეს არის თვითგამოხატვა და სიყვარულის მაქსიმალური რეალიზება!!!

❤️დედიკოებს არ ეწყინებათ, დედის როლი არასდროს შეცვლილა!!! ხომ გაგიგიათ თანამედროვე გამონათქვამი დედა დედაა, მამა მამაა“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი დღე...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილმა იმიჯი შეიცვალა

„ეს კვებითი მოდელი განკუთვნილია ზოგადად ჯანმრთელი ადამიანებისთვის და გამოიყენება მხოლოდ წონის კლების მიზნით“ - ნატა გაგუა

„ნუ გადახვალთ ნეგატივში და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში...“ - თაკო მელიქიშვილი 17 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე