ვალესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ლევან დემეტრაძე 9-დღიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან დემეტრაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოთქვამს ლევანი დემეტრაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ნათესავებს და მუნიციპალიტეტს.
ლევანი დემეტრაძე, რომელიც დაიბადა 1978 წლის 4 სექტემბერს 2020 წლიდან მუშაობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად.
უფალმა ზეციური სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, - წერია სამძიმრის წერილში.
„ღიმილა ბიჭო, როგორ მენანები! გიყურებ და არ მჯერა“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თქვენი ნაციონალი დედა მოვ@@ან... ხელი გამიშვი“ - თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე