Digest Logo

„ჩვენ ხომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, შვილო. მე მზად ვარ ერთად წავიდეთ დე, მენატრები უკვე“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

1656060341
ლევან კბილაშვილი

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

სამწუხარო ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიცვა. გარდაცვლილს მოსკოვში უკვე გამოემშვიდობნენ. ლევანის დედამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„როგორ უძლებს დედაშენი ამას დე, ჩვენ ხომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო შვილო.

შენთან ერთად წამოვალ დე, იქნებ იქ მაინც ვიყოთ ბედნიერები ერთად.

ტელეფონზე არ მპასუხობ და ასე მოგწერე, დე. დღეს ხომ მოხვალ სახლში, მე მზად ვარ ერთად წავიდეთ დე, მენატრები უკვე, სამი დღეა შენი ხმა არ გამიგია, ლევანო, შვილო“, - წერს მელიტა ფურცელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„დიდი ბოღმაა დაგროვილი... გავიცანი ახალი და ძველი მეგობრები. ისიც გავიგე, რომ საზოგადოებას პრობლემა არ ჰქონია“ - ზვიად ციკოლია

🔵„კაცია უკვე... ბედნიერება გალას“ - გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ოჯახური იდილია

🔵„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია“ - ნინოწმინდის სოფელ განძაში ქალმა მე-14 შვილი გააჩინა