„ნამდვილად მირჩევნია გვყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც ჩემზე და ყველაზე ღირსეული იქნება, მომისმენს და გაითვალისწინებს ჩემი და სხვა ყველას სამართლიან მოთხოვნებს და შენიშვნებს“, - ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მისი თქმით, ერთმა ადამიანმა მას ჰკითხა, პატრიარქობა რომ შესთავაზონ დათანხმდება თუ არა. ამიტომ, ამ საკითხზე მან ვრცელი განმარტება გააკეთა.
„ერთმა მკითხა, პატრიარქობა რომ შემოგთავაზონო, თუ დათანმხდებიო. ძველ საუკუნეებში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პატრიარქად ირჩევდნენ ერისკაცს, ან მღვდელს (ესე იგი ხუცესს) და ასეთი არაერთი პატრიარქი უდიდეს მოღვაწეებად შევიდნენ ეკლესიის ისტორიაში.
ნამდვილად მირჩევნია გვყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც ჩემზე და ყველაზე ღირსეული იქნება, მომისმენს და გაითვალისწინებს ჩემი და სხვა ყველას სამართლიან მოთხოვნებს და შენიშვნებს.
რომ ვთქვა, დავთანხმდებიო შემოთავაზებას, რომელიც ფანტაზიის სფეროა ისედაც დაიწყებენ ყიყინს მტრები, პატრიარქობა ნდომებიაო.
მე პატრიარქობა კი არ მინდა, ან რაიმე თანამდებობა ეკლესიაში, მე ღირსეული და სუფთა ეკლესია მინდა, სადაც ღირსეულად ვიმღვდელებ, ან სულაც მრევლში დავდგები და არ მექნება საკრიტიკებელი და საბრძოლი ელემენტარული ჭეშმარიტებებისათვის.
მე არ (აღარ) მაქვს მღვდლობის ვნება (რითაც დაავადებულია ბევრი სასულიერო პირი, ასევე სტიქაროსნების და სემინარისტი ბიჭების საკმაო ნაწილი), ეს პერიოდი გავიარე უკვე. იმიტომ კი არა, რომ მღვდლობა მომბეზრდა და აღარ მინდა, ან არ ვაფასებ, არა! არამედ იმიტომ, რომ უსამართლო და უწმინდური ეკლესიის მღვდლობაა საძაგელი და ამორალური, სრულიად უფასური და უნაყოფოა ასეთ სისტემაში მღვდლობა, რომელიც მხოლოდ ამ ბოროტი და მაფიოზური სისტემის გაძლიერებას ემსახურება პირდაპირ, ან ირიბად და არა უფლისმიერი სიმართლის და სიწმინდის აღშენებას ერში და ბერში. იმედია, კარგად გაიაზრებს მკითხველი, რაც ვთქვი“, - წერს ილია ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში
🎥 ლალი მოროშკინას ცეცხლოვანმა ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო - ნახეთ კადრები