Digest Logo

„ღმერთმა დალოცოს მისგანვე დაბადებული სიცოცხლის იდუმალი მოგზაურობა...“ - რას წერს გია მურღულია?

1747465091
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ღმერთზე და სიყვარულზე წერს:

„ღმერთი უყურებს, როგორ გადადის სიცოცხლე ერთი თაობიდან მეორეში.
რას ტოვებს ან რა მიაქვს?

ტოვებს დასასრულს და მიაქვს თავისი თავის უკვდავების განცდა.
დედისა და მამის გამოვლილი სიცოცხლე შვილების დღეებში გარდაისახება.

ჩვენ ყველას სხვადასხვა ცხოვრებისეული გზა გვაქვს, მაგრამ ერთნი ვართ ღმერთის მარადიულ თავგადასავალში.
ამიტომ ვგრძნობთ წინაპრებსა თუ შთამომავლებში მის სუნთქვას - ერთ რომელიმე ჯერზე ჩვენს სუნთქვად რომ ქცეულა.

ღმერთმა დალოცოს მისგანვე დაბადებული სიცოცხლის იდუმალი მოგზაურობა, ჩვენ კი ერთი ჭიქა ქართული ღვინით ის დღე დავლოცოთ, როდესაც გავჩნდით ამ ქვეყანაზე და მას შემდეგ ყველა დღეს თანაბრად ვხედავთ, რომლებიც ჩვენს ბებია-ბაბუებსა და შვილიშვილებს გასთენებიათ.

ამის განცდა ბადებს მაცოცხლებელ სიყვარულს, ჩვენს შთამომავლებს სიამაყისა და მოვალეობის შეგნებით რომ უნდა გადავცეთ.

და, დაე, არასდროს გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი საქართველოსთვის.“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფილმის სახელი არის ოჯახურ კავშირზე ფესვებთან...“ - აკაკი ფოფხაძეს ფილმისთვის „სისხლის სახელით“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

⭕როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში?

⭕ელენე ეპიტაშვილი, პატარა ენისთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს