Digest Logo

„ღმერთო, გევედრები, სულ ჩახუტებულმა ატარე ამ სასტიკ სამყაროში…“ - ნანუკა გულუას შვილი 4 წლის გახდა

1787986722
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.

ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.

მსახიობს სამი შვილი ჰყავს, უფროსი კი დღეს, 29 აგვისტოს 4 წლის გახდა:

„ჩემო სულით ხორცამდე ლამაზო შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! დედიკოს უყვარხარ საშიშად ძლიერი სიყვარულით!

ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი შენი, ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება ნინასი…

4 წელი მას შემდეგ, რაც იღბლიანი ბედნიერების ფეხით შემოხვედი ჩემს თურმე სრულიად უფერო ცხოვრებაში და ყველაფერი გააფერადე.

ბევრს ვერ ვისაუბრებ შენზე… შიში ვახსენე და მერე გეტყვი რატომაც, მაგრამ დღეს მთავარს გეტყვი, დედიკო - შენისთანა შვილზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემო გამორჩეულო, ჩემო საოცრება!

ღმერთო, გევედრები, სულ ჩახუტებულმა ატარე ჩემი შვილი ამ სასტიკ სამყაროში…

დაიფარე, გაუფრთხილდი და ღრმა სიბერემდე უტკივილოდ, ჯანმრთელად და ძალიან ბედნიერად აცხოვრე…“, - წერს ნანუკა გულუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ დაგეგმავთ საქმეებს, რომლებშიც მოგება გსურთ...“ - 29 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 29 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით