
„დედების ფონის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და აწ უკვე თავშესაფრის „თეას სახლი“ ბენეფიციარზე უახლეს ცნობებს გვატყობინებს.
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, არ ჭამდა, კონტაქტში არავისთან შედიოდა, უკვე საიმედო ხელშია:
„ერთი ადამიანის გადარჩენის ისტორიას გიყვებით.
1 თვის წინ გია ღობის ძირში მწოლიარე გავიცანით, მშიერი, მოსაწესრიგებელი, ჯანმრთელობის არა ერთი პრობლემით...
გია არ გვესაუბრებოდა, პაპანაქება მზის გულზე იწვა და რეაქცია არ ჰქონდა...
სოციალური სამსახურის დახმარებით, გია წყალტუბოს თავშესაფარში „თეას სახლში“ გადაიყვანეს... გია მოაწესრიგეს, აჭამეს, დაბანეს, მკურნალობენ...
ქალბატონი თეა და მისი გუნდი საკუთარი შვილივით უვლიან გიას...
ჩავუტანეთ პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ტკბილეული...როგორც თეა გვიყვება გიამ ჭამა დაიწყო, ზოგიერთი დასახელების საჭმელი ამ დრომდე არ ჰქონდა გასინჯული...
ყველას აუარებელი მადლობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურები“ - ნახეთ მარიამ სანოგოს ახალი ფოტოები
⭕„მადლობა, ღმერთო!“ - ნანუკა გულუამ პატარა კირას ფოტოები პირველად გაავრცელა