Digest Logo

რას „გვატყობინებენ“ საკუთარი ბედისწერის შესახებ სხეულზე გაბნეული ხალები და რომელია მათგან „ზეციური“ ნიშანი

1752847875
ხალი სხეულზე

ყველას აქვს სხეულზე ხალები, რომლებიც ერთმანეთისგან ზომის, ფორმისა თუ ადგილმდებარეობის მიხედვით განირჩევიან. ხალხური გადმოცემების მიხედვით, გავრცელებულია მოსაზრება, რომ, შესაბამისად იმისა, თუ სხეულის რა ნაწილზე აქვს ადამიანს ხალი, ეს მის ბედისწერასა და ხასიათს განსაზღვრავს. სწორედ ამ თემაზე ეზოტერიკოსი „თბილისელებს“ ესაუბრა:

- ხალები ადამიანის სხეულზე ძველთაგანვე ერთგვარი მისტიკური რუკის საბურველშია გახვეული. ზოგ კულტურაში, მაგალითად, ინდოეთში მას ქალის სილამაზის ერთ-ერთ კრიტერიუმად მიიჩნევენ, თუმცა რიგ ქვეყნებში ძველად ხალი გამოსაჩენ ადგილას ეშმაკის ნიშნად აღიქმებოდა და მის პატრონს სასტიკად სჯიდნენ, ზოგჯერ კოცონზეც კი წვავდნენ. ხალხური სიბრძნე კი, გვირჩევს, კარგად შევისწავლოთ ჩვენი ხალები, რათა გამოვიცნოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს და რას შეიძლება, ამით მივაღწიოთ ცხოვრებაში.

- მაინც რას გვიყვება ასეთს ეს ხალები?

- ახლავე გაიგებთ და რა თქმა უნდა, დავიწყოთ თავიდან. მიიჩნევა, რომ ხალი თავზე ნიშანია „ზემოდან“ (ზეციური) და ასეთი ადამიანები საიდუმლოებით არიან მოცულნი, ან ეს მათი კარმული ნიშანია, რაც წარსულში ჩადენილ ცუდ საქციელზე მიუთითებს. გადავიდეთ სახეზე - შუბლზე ხალი ადამიანის სიბრძნესა და უზარმაზარ ენერგიაზე მეტყველებს. წარბებს შორის ხალი კი, ეგრეთ წოდებული „მესამე თვალის“ ადგილას, ინტუიციასა და მომავლის განჭვრეტის უნარს აღნიშნავს. რაც შეეხება თვალებს, აქ განმარტება მრავალმხრივია: ხალი მარჯვენა თვალის კუთხეში ამხელს თქვენს ვნებიან, ეჭვიან და ფეთქებად ბუნებას; ქუთუთოზე - პოეტურს, რომელიც ინტელექტუალური პროფესიებისკენ ილტვის; თვალის ქვეშ კი - ის დიდი სიყვარულისა და ცოლქმრული ერთგულების მაჩვენებელია - თქვენ მეტად მგრძნობიარე და გულუხვი ბრძანდებით. სულ სხვაგვარად ხსნის თქვენს ბუნებას ხალი მარცხენა თვალზე: თუ ის თვალის ქუთუთოზეა - ძალიან მგრძნობიარე ხართ და თქვენი ცოლქმრული ცხოვრება სავსეა მოულოდნელობითა და განცდებით; თვალის კუთხეში - ხშირად ჩხუბობთ და უსიამოვნო სიტუაციებში ეხვევით; ხოლო ხალი ქუთუთოზე შესანიშნავი მეხსიერებისა და თავდაჭერილობის ნიშანია. ცხვირის წვერზე თუ ხალი გაქვთ: სასიყვარულო ურთიერთობები გაგირთულდებათ, სენტიმენტალურ კავშირებში აიხლართებით, თუმცა თქვენს ვნებებს, დამოუკიდებლობასა და მოგზაურობის სიყვარულს ეს ვერაფერს დააკლებს. ხალი ცხვირის მარცხენა მხარეს სკანდალურ გამოხდომებს, სიყვარულში მრავალფეროვნებისადმი ლტოლვას გამოხატავს, თუმცა ქორწინებისადმიც სერიოზულად ხართ განწყობილი. ტუჩებზე ხალები ადამიანის ლიდერულ თვისებებზე შეიძლება მიუთითებდეს, თუმცა, თუ ის ტუჩს ქვეშაა, სუსტ ფსიქიკასა და ჯანმრთელობის პრობლემებს ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ხალი ლოყაზე, კეთილ, ნაზი ბუნების ადამიანებს აქვთ, რომლებიც თავგანწირვისკენ არიან მიდრეკილნი. ქალს თუ ის მარჯვენა ლოყაზე აქვს - მამაკაცებისთვის ძალიან მიმზიდველია. საერთოდ კი, ხალი ლოყაზე ადამიანის სიმამაცესა და მტკიცე ხასიათს უსვამს ხაზს, რომელსაც შეუძლია იყოს ლიდერი და საკუთარ თავთან ერთად, სხვებიც დაიცვას. ყბაზე ხალი - ცუდი ჯანმრთელობის მანიშნებელია.

- რაღა დარჩა სახეზე - ნიკაპი და ყურები...

- ხალი ნიკაპზე ნიშნავს, რომ მყარი, ტრადიციული ოჯახის შექმნა გსურთ, ურთიერთობებში კი, სასიამოვნო და თავდაჭერილი ხართ. შესაბამისად, ირგვლივ მყოფებიც პატივს გცემენ. რაც შეეხება ყურებს, თუ ხალი რომელიმეზე მაინც გაქვთ, პრობლემები არასდროს შეგექმნებათ, თუმცა იმასაც ამბობენ, ასეთები მატყუარები და ყალთაბანდები არიანო. თავს კისერი და მხრები მოჰყვება. ხალი კისერზე მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვაგვარად განიმარტება: კაცში ის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს, ქალში კი - ცვალებად ხასიათზე; ზოგადად, თუ ხალი კისრის გვერდებზე გაქვთ, რთული ცხოვრება გექნებათ, ხოლო ყელის წინა მხარეს - თავბრუდამხვევი კარიერის მაჩვენებელია. მხრებზე ხალები წარსულის ტვირთსა და პრობლემებზე მიუთითებს, რომელთა გადაჭრაც ადამიანმა ვერ შეძლო. თუ ხალი მარცხენა მხარზეა, ფინანსური სიძნელეა მოსალოდნელი - შეიძლება მძიმე ცხოვრება შეგექმნათ, თუმცა, რადგან ზოგადად, მხარზე ხალები იღბლიანობას ნიშნავს, ფორტუნა მაინც არ გაგწირავთ და დაუღალავი შრომით შეძლებთ, ბევრს მიაღწიოთ.

- საინტერესოა, რას მოასწავებს ხალები სხეულის დანარჩენ ნაწილებზეც?

- გავაგრძელოთ მკერდით - თუ ხალი მარცხენა მხარეს გაქვთ, ესე იგი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში იოლად გადადიხართ. თქვენი ცხოვრება სავსეა აღმასვლითა და დაცემით, თან, ოდნავ თავქარიანიც ბრძანდებით. თუმცა განმარტება მკერდის არეში ხალებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია: მამაკაცისთვის ეს ნიშნავს, რომ სუფთაა თავის ქმედებებში, ხოლო ქალისთვის - ხალი მარცხენა მხარეს უბედურ სიყვარულს წინასწარმეტყველებს, მარჯვნივ კი - ბედნიერებას. ზურგზე ხალები თქვენს გულღიაობასა და პატიოსნებას უსვამს ხაზს, თუმცა ბუზღუნი გიყვართ. გადავიდეთ ხელებზე, რომლებზეც ხალები ნიჭის, წარმატებისა და ბედნიერების საწინდარია, მაგრამ კონკრეტულად თუ განვიხილავთ: ხალი მაჯებზე დაუცველსა და მგრძნობიარე ადამიანს აქვს; ხელის მტევანზე - წარმატებული კარიერის, ბედნიერებისა და სიმდიდრის საწინდარია; ხელისგულზე - შემოქმედებისა და სულიერი განვითარებისკენ სწრაფვას, ხოლო თითებზე - ტყუილისა და ქურდობისკენ მიდრეკილებას ნიშნავს. ხალიანი წელი „გაცნობებთ“, რომ ბევრი შვილი გეყოლებათ და რაც უფრო დიდია ხალი, მით მეტ შთამომავლობას უნდა ელოდოთ. ასევე, ხალი ნეკნებზე: მარჯვენა მხარეს - მერყეობის, ხშირად კი უტაქტობის ნიშანია, თუმცა ყველა ამ თვისებას იუმორით ანეიტრალებთ, თუ ხალი მარცხენა მხარეს გაქვთ. დუნდულებზე ხალი გამხელთ, რომ დამთმობი და უსაქმური ბრძანდებით. რაც შეეხება ხალებს ფეხებზე, ეს ადამიანის მერყევ ხასიათზე მიუთითებს. თუმცა, ტერფებზე ეს სხვანაირად აიხსნება: ხალები ორივე ტერფზე ნიშნავს, რომ მოგზაურობა გყვარებიათ; მხოლოდ მარჯვენაზე - ოცნებები არასდროს აგისრულდებათ; მარცხენაზე კი - თქვენს მეოცნებე ბუნებასა და ენამახვილობაზე მიუთითებს; დაბოლოს - კოჭი, რომელზეც ხალები ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე და ენერგიული ბრძანდებით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მადლობა, ღმერთო!“ - ნანუკა გულუამ პატარა კირას ფოტოები პირველად გაავრცელა

🎥 „განმარტოვდით, აიღეთ ფურცელი და კალამი, დაიწყეთ წერა ყველა ნეგატივის... გააგრძელეთ 3 დღე“ - მარიამ ციმინტია გვასწავლის როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალობად

„დაგვიობლეს ერთი წლის ელენა, სადისტურად მოგვიკლეს და გამოგვაცალეს ხელიდან...“ - ვინ იყო 34 წლის კაცი, რომელიც ადიგენში მოკლეს

წყარო: tbiliselebi.ge