Digest Logo

„ღვთის სასუფეველი მებრძოლი ეკლესიით იწყება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1774936795
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„საბრძოლო განწყობა, ჩვენ სხვა სამყაროში გვამყოფებს.
ეს არის, ჯერ — მებრძოლი ეკლესია,
ანუ ღვთის სასუფეველი მებრძოლი ეკლესიით იწყება.
ჩვენ ვიბრძვით,
და ჩვენი სიხარული, მეომრის სიხარულია,
გამარჯვების ყიჟინას რომ დასცემს,
მაგრამ მანამდე — მას დიდი ბრძოლა აქვს გასავლელი,
და თუ ჩვენ ქრისტეს ერთგულნი ვართ,
მაშინ ჩვენ სიხარულით ვატარებთ ქრისტეს წყლულებს,
და ამავე დროს, ჩვენი ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ
ჩვენ ქრისტეს, როგორც მკვდრეთით აღმდგარს, როგორც ახალ სიცოცხლესაც ვატარებთ,
რომელიც ისეთ სიხარულს გვანიჭებს, რომელიც ქრისტეს გარდა — სხვაგან არ მოიძებნება,
ჩვენ ამას ვატარებთ,
აღდგომა იქნება მალე,
და ჩვენ ყველამ უნდა განვიცადოთ ეს არამიწიერი ბედნიერება და სიხარული,
მთელი სისავსით,
მთელი სისავსით,
და მეომარი — ღირსია გვირგვინისა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს არის „ვარდისფერი სავსემთვარეობის“ წინა ღამე, მზე და მთვარე უკვე ერთმანეთის პირისპირ არიან“ - 31 მარტის კოსმოსური ამბები

სივრცის ენერგეტიკული გაწმენდა, დაცვა და ჰარმონიზაცია, სიხარულის ატმოსფეროს შექმნა და რიტუალები იღბლის მოსაზიდად - რა უნდა იცოდეთ აღდგომამდე!

„ხელსაყრელია უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, მავნე ჩვევების მოშორება...“ - 31 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით