დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.
ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.
ამჯერად, ისინი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებენ და საზოგადოებას სვეტიცხოვლობას ულოცავენ.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას, ჩემო ძვირფასებო ღმერთმა,თქვენს ოჯახში არ მოგაკლოთ სიმშვიდე, წრფელი სიყვარული და ჯანმრთელობა.საყვარელი ადამიანების სითბო,იმედი და რწმენა.
უფალმა აგისრულოთ ის კეთილი სურვილები, რომლებსაც ჩუმად, გულში ატარებთ. გვიყვარხართ“, - ვკითხულობთ პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოს
⭕„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს