საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი 25 წლის გახდა.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის თანაგუნდელებისგან.
„დაბადების დღეს გილოცავ, ბრატუხიე“, - წერს ზურიკო დავითაშვილი.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჯიმა“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ერთი წლის წინ მამა გახდა.
ფეხბურთელის რჩეული ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი, სოფია მურზა გახლავთ, რომელთანაც მას რამდენიმე წლიანი სასიყვარულო რომანი აკავშირებდა.
წყვილმა შვილს თინა დაარქვა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ ელიეშვილის პატარა საბა გაქრისტიანდა - კადრები ნათლობიდან