სოციალური ქსელის მომხმარებელი - მარიამ ჩხეიძე ბლოგერ - გივიკო დიდიას მიერ ლანჩხუთიდან გამოქვეყნებულ ვიდეოს აკრიტიკებს და წერს, რომ იქ არავის არაფერი უხარია, რადგან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი - ჯაბა ხოფერია ჩაასვენეს.
მისივე თქმით, ამ ტრაგედიის ფონზე ლანჩხუთს არ „ეგუგუნება“.
„ბლოგერი რომაა, გივიკო დიდია, ბევრს გეცოდინებათ. მოგზაურობს საქართველოში საინტერესო და პოზიტიურ ვიდეოებს დებს, ჩვენს კულტურას აცნობს ხალხს... მოკლედ, აგერ ერთი საათის წინ ვიდეო დადო „გუგუნობს ლანჩხუთი“.
სულ კარგი ამბები ჰქონოდეთ ბატონო... რამდენიმე საათის წინ ლანჩხუთში ჩემი მეგობარი, ბახმუტში გმირულად დაცემული, ჯაბა ხოფერია ჩაასვენეს. ლანჩხუთს აშკარად არ „ეგუგუნება“ და ამან სად ნახა „მოგუგუნე“ ლანჩხუთელები მაინტერესებს.
ამასთან ერთად ცქვიტინიძე, ფაცაცია და არჩილ სოლოღაშვილი არიან როგორც შევატყვე. ადამიანურად დავუწერე კომენტარი. ავუხსენი სიტუაცია... შეუზღუდავს კომენტარები... როგორც თავად ამბობს, არ იცოდა“, - წერს ჩხეიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ჩვენ საზოგადოება არ ვართ, ნუ იტყუები...“ - რაზე ვერ შეთანხმდნენ ირმა სოხაძე და გივი სიხარულიძე?
🔵ლელა წურწუმია დუბაიში ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს