14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.
შემზარავ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავიდ ჭაბაშვილი გამოეხმაურა:
„აი, ეს ნაბიჭვარი ვინც 14 წლის ცოლი მოკლა.
- აუცილებლად უნდა დაისაჯოს მერის წარმომადგენელი სოფელ ლამბალოში (კორუფციაში და ქრთამებში ჩახრჩობილი ნაბიჭვარი).
- უნდა დაისაჯოს სკოლის დირექტორი, რომელიც ურცხვად იტყუებოდა, რომ ბავშვი სკოლაში იყო ჯერ კიდევ გუშინ.
- პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც იცოდნენ და ზუსტად ვიცი, რომ
იცოდნენ ამ ამბის შესახებ და ხმას არ იღებდნენ (სახელებსაც და გვარებსაც დავწერ პოლიციელების თუ არ დაისჯებიან).
და ბოლოს, გოგოს მშობლები, უნდა გამოკეტო ციხეში!!!! რად მინდა კანონი, რომლის აღსრულება არ ხდება და ამ დროს ბავშვის სიცოცხლე ეწირება!“, - წერს დავიდ ჭაბაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ანრი ჯოხაძის დაუვიწყარი კონცერტი ჭიათურაში - კადრები ადგილიდან
როგორ მიულოცა ნინო სურგულაძემ ქმარს დაბადების დღე
🎥 როგორ აღნიშნა მარიამ გეგუჩაძემ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან