Digest Logo

„გოლის შემდეგ ეს ფოტო გამოუქვეყნებია ვიღაცას და დაუწერია, სატანისტია ესო, ეს მანევრი სამ ექვსიანს ნიშნავსო...“ - რას წერს ავთო დვალიშვილი

1718777079
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო.

გატანილი გოლი მიქაუტაძეს ეკუთვნის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი ავთო დვალიშვილი წერს:

„მიქაუტაძის გოლის შემდეგ ეს ფოტო გამოუქვეყნებია ვიღაცას და დაუწერია, სატანისტია ესო, ეს მანევრი სამ ექვსიანს ნიშნავსო და იმედია ვერ მოიგებს ნაკრებიო.... ხალხო...

პრობლემა ის კი არ არის, რომ ასეთი ხალხი არსებობს, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, ყველა დროში იყვნენ, არიან და იქნებიან მსგავსები და თუ მკითხავთ არც უნდა მივაქციოთ ყურადღება.... რომ არა ერთი გარემოება...

ასეთი ადამიანები გამოდიან ღმერთის სახელით, რელიგიის სახელით მე და ჩემნაირებს, რომლებსაც მართლა გულით გვიყვარს ჩვენი რელიგია და ვართ მორწმუნეები, უნდა მასწავლონ როგორი უნდა იყოს მორწმუნე...

ამ ამბავში საშიში გარემოება იცით რა არის...? ფანატიზმი!

გინდათ რელიგიური ფანატიზმი დაარქვით, გინდათ პოლიტიკური ან სხვა. იქ, სადაც ფანატიზმი ერთვება, იკარგება საღი აზროვნება და სადაც გონიერება იკარგება, იქ კარგი ამბავი არ ხდება...

ამ ფანატიზმის შედეგად რამდენი უბედურება მომხდარა, ჩემი სწავლება არ გჭირდებათ“, - წერს ავთო დვალიშვილი.