Digest Logo

„გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

1692853982
რაჭაში გარდცვლილი

გიორგი დუდაშვილმა, კაცი თოჯინით ხელში შოვის სტიქიიდან, რომელიც ყველას გახსოვთ, მესამე შვილი - ანასტასიაც იპოვა.

ოჯახის ოთხ წევრს ქაშუეთიდან 26 აგვისტო გასვენებენ.

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ - რას ჰყვება ახლობელი ოჯახზე, რომლის 4 წევრი სტიქიამ იმსხვერპლა

„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები:

„ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ"

თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე.

ნატო ჭელიძე;
ლუკა დუდაშვილი;
ანდრია დუდაშვილი;
ანასტასია დუდაშვილი.

პანაშვიდი 24-25 აგვისტო.
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.

გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი)  ქაᲨუეთიᲡ წმ. გიორგის სახელობის  ტაძრიდან,  14:00 საათზე“,- წერს მარიტა გუტაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 

 

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა...“ - სალომე ხეთაგურს მეგობარი ემშვიდობება

🔵🎥 შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „ასეთმა არაკაცმა წაართვა დაჩის სრულფასოვანი ცხოვრების უფლება“