Digest Logo

„შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა...“ - სალომე ხეთაგურს მეგობარი ემშვიდობება

1692648178
სალომე ხეთაგური

შოვში 15 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველებმა დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრში მიაგნეს. 

ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურის აღმოჩნდა. იგი მამამ ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო.

გარდაცვლილს მეგობარი ანი ნაოჭაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება👇

„ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი.. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, ჩემო სალომე.

შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და ბევრად უკეთეს, სიკეთით და სიმშვიდით სავსე ადგილზე გადაინაცვლე... 

მწამს და მჯერა გესმის ჩემი, გესმის შენი ყველა გულშემატკივრისა... 

შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა..
შენთან ერთად ჩემი ბავშვობაც დასრულდა, მივხვდი რომ გავიზარდე.. ამ ენით გამოუთქმელმა ტკივილმა მიმახვედრა..

თუ ამას დავიმსახურებ, როცა დრო მოვა ალბათ შევხვდებით და იმდენ ხანს ჩაგიხუტებ რომ თავს მოგაბეზრებ სიყვარულით..

მაპატიე, რომ ცხოვრება გრძელდება.. 

ახლა ფეხზე მყარად დგომის და შენი ოჯახის გვერდით ყოფნის მეტს ვერაფერს შევძლებ და ამას ვიზამ კი!!!
გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ გენდომება.
პო, ჩვენ ასეთი ნამდვილები, გაწეწილები და გულწრფელები ვართ 
მადლობა რომ ჩემი ბავშვობა, ჩემი დაქალი, ჩემი მეგობარი და ჩემი ადამიანი გქვია!“, - წერს ანი ნაოჭაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბიძინა კულუმბეგოვი აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ცოტნე ბარამიძე გარდაიცვალა

🎥 „ჩემთვის უპირველესად მეგობრის, უძვირფასესის და უახლოესის დაბადების დღეა“ - ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძეს იუბილეს ულოცავს