Digest Logo

„გპირდები, რომ სულ მეყვარება შენი ოჯახი... მადლობა ძმობისთვის“ - ლაშა ბასლანძეს მეგობარი ემოციურად ემშვიდობება

1762261895
ლევან კირვალიძე

ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სოციალურ ქსელში მეგობარი, ლევან კირვალიძე ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემო ლაშუტ, ჩემო ძმაკაცო 

არასდროს, გპირდები არასდროს დაგივიწყებ, სულ ჩემს გულში იქნები, მთელი ცხოვრება. ყველას მოვუყვები თუ რაოდენ მაგარი და საიმედო მეგობარი იყავი და რამდენი კარგი რამე გვაქვს გაკეთებული ერთად და რამდენი კარგი შენ ცალკე.

ჯერ ძალიან, ძალიან ადრე იყო. ხომ იყავი დაპირებული რომ ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყავი. 

გპირდები რომ სულ მეყვარება შენი ოჯახი - ჩვენი ოჯახი.  
მადლობა ყველაფრისთვის.

მადლობა ძმობისთვის“, - წერს ლევან კირვალიძე.

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს დაკრძალეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზვავის ჩამოწოლის შედეგად ნეპალში 7 ალპინისტი დაიღუპა

⭕ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 4 ნოემბრიდან დიდ ფინანსურ წარმატებას მიიზიდავს