Digest Logo

„გპირდებით, ძალიან ცუდ დღეს გაგითენებთ! დორბლიანის ციხე მონაგონი და სანატრელი გექნებათ... ეს არ ესმით ჩვენს გონებაჩლუნგებს“ - რას წერს სოლომონ ნერგაძე

1651818348
სოლომონ ნერგაძე

„ყველანაირად ვცდილობთ ქვეყანას ომი ავარიდოთ. ერთი გონებაჩლუნგი გამოდის ტელევიზიით და ხმამაღლა აცხადებს რუსებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ, მთელი არმია გაუწყვიტა ან უკრაინის ფრონტზეაო მიჯაჭვული.იმ გონებაჩლუნგს, ჟურნალისტი რომ ჰგონია თავი ვერ შევასმინე, რომ რუსს თუ ომს აუტეხს, მეორე ფრონტს თუ გახსნის, რუსი ჯარით არ წამოვა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი სოლომონ ნერგაძე წერს და სუსს მიმართავს.

„თუ საქართველო მაინც ჩაითრიეს ომში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მივმართავ - ჩაკეტეთ საქართველოს საზღვრები! საქართველოდან ვერანაირი მიზეზით (გარდა სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა - სამკურნალოდ მხოლოდ) ვერ უნდა გავიდეს ვერცერთი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი თუ შრომის და ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა.

შეასრულეთ, თორემ, გპირდებით, ძალიან ცუდ დღეს გაგითენებთ!... მტერს რომ არ უსურვებთ, ისეთ დღეს!... დორბლიანის ციხე მონაგონი და სანატრელი გექნებათ.

ყველანაირად ვცდილობთ ქვეყანას ომი ავარიდოთ. ერთი გონებაჩლუნგი გამოდის ტელევიზიით და ხმამაღლა აცხადებს რუსებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ, მთელი არმია გაუწყვიტა ან უკრაინის ფრონტზეაო მიჯაჭვული.
იმ გონებაჩლუნგს, ჟურნალისტი რომ ჰგონია თავი ვერ შევასმინე, რომ რუსს თუ ომს აუტეხს, მეორე ფრონტს თუ გახსნის, რუსი ჯარით არ წამოვა. კასპიის ზღვიდან დაგვფარავს მთელ ქვეყანას რაკეტებით -მეთქი. მაგისთანა გონებაჩლუნგები ამას ვერ ხვდებიან. სიფრთხილეს რომ ახსენებენ, იმნაირ ხალხს ლაჩრებს ეძახიან... ომი რომ ატყდეს, საზღვრებს მიაწყდებიან.

ამიტომ მოვითხოვ სუსისგან - ომში თუ ჩაგვითრიეს, ჩაკეტეთ საზღვრები. მე მაშინვე მოვდივარ და რუსებს თუ გადავურჩი, მაგენს იმდენს გავაგორებ, სანამ ტყია მეყოფა. ილოცონ, რუსებმა მომკლან...
კარგა ხანს აღარ შეგაწუხებთ, მეგობრებო. გონებაჩლუნგი და ხარბი ადამიანები ღუპავდნენ და ანგრევდნენ ჩემს ქვეყანას. გონებაჩლუნგებმა და ხარბებმა გადამიწვეს და დამინგრიეს თბილისი, გადაუარეს სამეგრელოს... 50 წლით უკან, სიბნელეში გადაისროლეს ჩემი ქვეყანა.

უკრაინელ ხალხს მთელი სულით და გულით ვუსურვებ გამარჯვებას რუხ-წითელ ჭირზე.

ვლოცულობ და იმედით ვუყურებ, მათ ბრძოლას - ბრძოლას, რომელშიც თუ ვინმე მაგრად და დაუზოგავად იბრძვის, ჩემი ქართველები არიან... ყველაზე მრავალნი ქართველი ლომები არიან... არავის დასაცინი და გასაკილი მე არაფერი მჭირს - შევიფარე ლტოლვილები, გავათბე, მოვეფერე ჩემს უკრაინელებს... რაც შემეძლო გავუგზავნე...
თავს ზემოთ ძალა კი არაა. ჩემი ქვეყანა ვერაა დაცული რაკეტებით დაბომბვისას - ეს არ ესმით ჩვენს გონებაჩლუნგებს...

ღმერთმა გაამარჯვებინოს უკრაინელ ხალხს!

ღმერთმა დამილოცოს ჩემი ქვეყანა - ყველას წინაშე პირნათელი და ყველასთან მართალი ჩემი ქვეყანა!“, - წერს სოლომონ ნერგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„11 წლის წინ, ზუსტად ეგეთი უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ ჩემი დაიკო... არ არსებობს სანუგეშო სიტყვა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი

🎥 „ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ეს რთული დღეები შეძლებისდაგვარად გაიარო“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა წულუკიძეს მიმართავს

🎥 „ნამდვილად არ ვაპირებ ოპონირებას, რადგან ის არ მიმაჩნია ღირსეულ ოპონენტად“ - მაია ორჯონიკიძე თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა