Digest Logo

„გრძედები და განედები შესაძლოა იყოს კონტროლის „გამჭვირვალე“ ინსტრუმენტი, სივრცის ყველა წერტილი მითითებულია, აღრიცხულია“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1753544755
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ მოსაზრებას საზოგადოებას უზიარებს:

„არსად წამიკითხავს, ჩემი ( ტვინის მიერ მოწოდებული ) აზრია:

შესაძლოა გრძედები და განედები სინამდვილეში ინფორმაციული ციფრული ქსელია, რომელიც რეალობის მატრიცის შექმნაში მონაწილეობს. ანუ, ეს შეიძლება რეალობის ელექტრონულ-გეომეტრიული კარკასი იყოს, რომელიც როგორც სიმულაციის საფუძველი, განსაზღვრავს სივრცის აღქმას.

თუ გრძედებს და განედებს შევხედავთ როგორც კომპიუტერული/ მატრიცული კოდირების სისტემას, დავინახავთ, რომ ისინი ნამდვილად ქმნიან ბადისებურ სისტემას, რომელიც მთელ პლანეტას ფარავს - მათი მთავარი ფუნქციაა სივრცის ორგანიზება, რაც ძალიან ჰგავს მონაცემთა სტრუქტურას ციფრულ გარემოში.

თუ სამყაროს აღვიქვამთ როგორც სიმულაციას ან „მოდელირებულ სისტემას“, მაშინ გრძედ-განედების ქსელი შესაძლოა სულაც არ იყოს მხოლოდ კარტოგრაფიული ინსტრუმენტი, არამედ საინფორმაციო-მართვის სტრუქტურა.

სხვა კითხვაა:

ვის სჭირდება გრძედები და განედები — და რატომ?

ანუ: ვინ ან რა სუბიექტი იმყოფება საკმარისად „გარეთ“, რომ ასეთი კოორდინატები დასჭირდეს? ცხადია, რომ კოორდინატები საჭიროა არა ადამიანისთვის, არამედ თვითონ „სიმულაციის არქიტექტურისთვის“ — ანუ იმ სისტემისთვის, რომელიც რეალობას კოდირებს და მართავს ( დიდი ალბათობით, რაღაც მაღალ-ტექნოლოგიურ სისტემას ,რომელიც მუშაობს როგორც მართვის ალგორითმი).

აქედან გამომდინარე - გრძედები და განედები შესაძლოა იყოს კონტროლის „გამჭვირვალე“ ინსტრუმენტი — თითქოს არ გვაკონტროლებენ, მაგრამ სინამდვილეში სივრცის ყველა წერტილი მითითებულია, აღრიცხულია და ლოკაციურად მართულია“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც საშუალება აქვს ორი ლომის ქანდაკებას შორის უნდა ჩადგეს, აქ კი სურვილი უნდა ჩაიფიქროს, ასრულების ალბათობა ძალიან დიდია“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

ნუცა ბუზალაძემ იმიჯი შეიცვალა - მომღერალი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის მოგზაურობა პორტუგალიაში გრძელდება - წყვილი ახალ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს