
ილია თოფურისა და ისლამ მახაჩევის კონფლიქტი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის, არ შედგება, რადგან დაღესტნელი მებრძოლი ქვესაშუალო წონაში ავიდა. ამის გამო, ქართველი ჩემპიონი ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბებს.
ილია თოფურია: მახაჩევი ყველაზე დიდი ფარისეველია, ვინც კი მინახავს. მან თქვა, რომ შანსის მიცემა არ უნდოდა, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი. ახლა კი თვითონაა ის პატარა, ვინც იმავე შანსს ეძებს, რასაც მაშინ მე ვეძებდი.
ისლამ მახაჩაევი: ჩემსა და შენს შორის სხვაობა არის ის, რომ მე დივიზიონი გავასუფთავე და შემდეგ ავედი ზემოთ, შენ კი გაექეცი ორ კონტენდერს, რომლებსაც 5-9 მოგებების სერია ჰქონდათ. შენ მსუბუქ წონაში არავინ ხარ, მხოლოდ გრძელი ენის მქონე ესპანელი ბიჭუნა ლამაზი ვარცხნილობით. მოიპოვე ერთი მოგება და მერე ვილაპარაკოთ, ბიჭო.
ილია თოფურია: ჩემსა და შენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე კაცი ვარ და შენ მშიშარა. მე ვამბობ და ვჩხუბობ. შენ ლაპარაკობ და გარბიხარ. გაიქეცი შორს, პატარა ბიჭო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელსაც თვის ბოლომდე მოულოდნელი სიხარული ეწვევა
⭕„კეთილი იყოს შენი მობრძანება...“ - ანრი ჯოხაძე დის შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕მარლენ დიუმას ნახატი Christie's-ის აუქციონზე 13.6 მილიონ დოლარად გაიყიდა
წყარო: lagazzetta.ge