Digest Logo

„გულის ამოვარდნით ველოდებოდი მასთან შეხვედრას და მისი სურნელის შეგრძნებას“ - გიორგი ჭოხონელიძის შვილი 3 წლის გახდა

1768026498
 გიორგი ჭოხონელიძ

მომღერალ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ანეტა ნიკურაძე 2021 წელს დაქორწინდნენ.

წყვილმა სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

მათ უსაყვარლესი შვილი ჰყავთ, რომელიც დღეს, 10 იანვარს 3 წლის გახდა.

დაბადების თარიღთან დაკავშირებით იუბილარი ბიჭის დედამ ანეტა ნიკურაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:

„ჩვენი სიყვარულის ბიჭი 3 წლის გახდა.

მადლობა უფალს ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავიარეთ.

კაცთმოყვარე, მოსიყვარულე და ღვთისნიერი კაცი გაზრდილიყავი  სხვა ბევრი სიკეთეებით…

პ.ს. ჩემი ერთ-ერთი ძვირფასი და საყვარელი თარიღია, 2023 წლის 10 იანვარი, მე რომ მიყვარს ისე საოცრად თოვდა. გულის ამოვარდნით ველოდებოდი მასთან შეხვედრას და მისი სურნელის შეგრძნებას…

დანარჩენი სიტყვებით ვერ გადმოიცემა… ეს უნდა იგრძნო.

მიყვარხართ ბიჭებოო“, - წერს ანეტა ნიკურაძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵10 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი - „გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“

🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

🎥 „სელენა“, ე.წ. მფარველი ანგელოზი ლომის ნიშანშია - ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში? მიხეილ ცაგარელის განმარტება