Digest Logo

„გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“ - ნუცა ბუზალაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

1795251537
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი, ტელეწამყვანი ნუცა ბუზალაძე ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანაუგრძნობს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს ნუცა ბუზალაძე. 

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

⭕„თეთრი კაბა ჩამაცვი და გამიფრინდი არა?“ - რას წერს ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული კაცის მეუღლე

⭕„ეს დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა!“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი 21 ნოემბრის ენერგიებზე

✕